პროექტის სათაური: „ნიუ“
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს უჭირთ ცოდნის ტრანსფერი-
ფაქტობრივი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება. კერძოდ:
1.
ქიმიის ძირითადი ფორმულებიდან დამხმარე ფორმულების გამოყვანა;
2. ფორმულების გამოყენებით ამოცანების ამოხსნა.
პროექტის მიზანი:
1. მოსწავლემ ადეკვატურად დააკავშიროს ერთმანეთთან ნივთიერების
რაოდენობა, მოლური მასა, მოლური მოცულობა და ავოგადროს რიცხვი.
პროექტის შემსრულებლები:
IX კლასის მოსწავლეები.
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა
კვლევის მეთოდები:
მინი–ლექცია, ინფორმაციის მოძიება-დახარისხება, ანალიზი,
სინთეზი, პრეზენტაცია.
სამუშაო ენა:
ქართული
კავშირი საგნებთან. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: ქიმია;
მათემატიკა, ისტ. ეროვნული სასწავლო გეგმა
ქიმ. IX.9 მოსწავლეს შეუძლია აწარმოოს რაოდენობრივი გამოთვლები ქიმიური ამოცანის გადასაჭრელად.
·
ადეკვატურად იყენებს ნივთიერების რაოდენობის ერთეულს _ მოლს, მოლურ მასას რეაქციების რაოდენობრივი დახასიათებისათვის და აწარმოებს შესაბამის გამოთვლებს;
·
იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას, SI სისტემის ერთეულებს ქიმიური მოვლენების აღწერისას;
პროექტის ფასილიტატორი: ნანა ლომაძე
მოლი- ნივთიერების რაოდენობა
მოლი ნივთიერების
ისეთი რაოდენობაა, რომელიც შეიცავს იმდენივე სტრუქტურულ ელემენტს (მაგ. ატომს, მოლეკულას, იონს, ელექტრონს)
რამდენ ატომსაც შეიცავს 12 გრამი ნახშირბადი-12 (12C). აღინიშნება
ƴ (ნიუ).
სახელწოდება მოლი წარმოიშვა 1897 წელს გერმანული სიტყვა „Mol“-ისაგან. რომელიც გამოიყენა ვილჰელმ ოსვალდმა 1893 წელს.
მოლის თანამედროვე განმარტება მიღებული იქნა 1960-იან წლებში. მანამდე გამოიყენებოდა განმარტება, რომელიც ეყრდნობოდა წყალბადის ატომურ მასას (წყალბადის 1 გრამში არსებული ატომების ოდენობას, მისი უფრო მძიმე იზოტოპების ჩაუთვლელად).
კავშირი ნივთიერების რაოდენობასა და მოლურ მასას შორის
თუ ნივთიერების მასა
ცნობილია, ყოველთვის შეიძლება მისი რაოდენობის დადგენა ფორმულით ƴ=m/M.
სადაც m- არის ნივთიერების მასა (გ);
M-
მოლური მასა, რომელიც განისაზღვრება ნივთიერების მასის შეფარდებით
შესაბამის ƴ რაოდენობასთან.
ნებისმიერი ნივთიერებისთვის მოლური მასა გამოითვლება ფორმულით M =m/ƴ.
მისი ერთეულია
გ/მოლი.
კავშირი ნივთიერების
რაოდენობასა და მოლურ მოცულობას შორის
რა რაოდენობის ჰელიუმი დაიხარჯა სულ, თუ თითოეულ ბუშტში 0,56 ლ ჰელიუმია ჩატვირთული?
ნებისმიერი აირის შემთხვევაში ƴ=V/VM.
VM-ით აღინიშნება აირადი ნივთიერების მოლური მოცულობა.
აირადი ნივთიერების V მოცულობის ფარდობას ƴ რაოდენობასთან
მოლური მოცულობა ეწოდება. გამოითვლება ფორმულით VM=V/ƴ. ერთეულია ლ/მოლი.
ექსპერიმენტულად დაგენილია, რომ ნებისმიერი აირის ერთი
მოლი ნორმალურ ფიზიკურ პირობებში იკავებს დაახლოებით 22,4 ლ მოცულობას.
მაშასადამე
VM=22,4
ლ/მოლი.
კავშირი ნივთიერების
რაოდენობასა და ავოგადროს რიცხვს შორის
საჰარას უდაბნოში, რომელიც ქვიშით არის დაფარული, სულ
დაახლოებით 18*1023 ქვიშის ნამცეცია. რამდენი მოლი ქვიშის ნამცეცი ყოფილა
იქ?
რადგან ქიმია თვალით უხილავ ნაწილაკებს შეისწავლის,
რომელთაც ძალიან მცირე მასა აქვთ. ამიტომ ცალკეული ნაწილაკების დათვლა ან აწონა პრაქტიკულად
შეუძლებელია. მაგრამ შესაძლებელია ნაწილაკთა აწონვადი რაოდენობის შერჩევა. ასეთ რაოდენობად
მეცნიერებმა 12 გრამ ნახშირბადში არსებული ატომების რიცხვი შეარჩიეს და მას მოლი უწოდეს.
12 გ ნახშირბადში
602 000 000 000 000 000 000 000 ატომია.
ე.ი. 12გ ნახშირბადი 1 მოლია.
ნაწილაკების ამ რიცხვს იტალიელი მეცნიერის ამადეო ავოგადროს
პატივსაცემად ავოგადროს რიცხვი უწოდეს და NA-თი აღნიშნეს.
NA=6,02*1023 მოლი-1
თუ ნაწილაკთა რიცხვს ნივთიერების გარკვეულ რაოდენობაში
N-ით ავღნიშნავთ შევძლებთ ნებისმიერი ნივთიერების რაოდენობის დადგენას ფორმულით ƴ=N/NA.
1 მოლი
(NA რაოდენობის)
ნახშირბადის ატომები მუჭში ჩაგეტევა. შეძლებ NA რაოდენობის ჩოგბურთის
ბურთის ხელში დაჭერას?
P.S. წარმოდგენილი ამოცანების ამოსახსნელი ფორმულები დაწერილია.
ამოხსნა თქვენთვის მოგვინდია.
ასე ერთობლივად და მეგობრულად მუშაობდნენ ისინი პროექტზე












